Posts

Showing posts from 2020

იასამანი

Image
იასამანი  ( ლათ.   Syringa ), მესხეთში  ლეილაღი [1] [2]  ( თურქ.   Leylak ,  არაბ.   ليلك ) —  მცენარის   გვარი   ზეთისხილისებრთა   ოჯახისა . ფოთოლმცვივანი პატარა ხე ან ბუჩქია. ცნობილია 30-დე  სახეობა . გავრცელებულია  აღმოსავლეთ  და  ცენტრალურ აზიაში ,  აღმოსავლეთ ევროპაში . კულტურაში მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი, სპარსული, უნგრული და ჩინური იასამნები. ჩვეულებრივი იასამანი, 5-7 მ სიმაღლის  ბუჩქი  ან  ხეა . მისი სამშობლოა  ბალკანეთის ნახევარკუნძული  და  მცირე აზია . მუქი მწვანე წვეტიანი ფოთოლი აქვს. ფუძე გულისებრი, სურნელოვანი, თეთრი, ლილისფერი ან იისფერი  ყვავილი  მარტივია ან ბუთხუზა. იზრდება ნათელ ადგილებში, ყვავილობს ადრე  გაზაფხულზე , ყინვა- და გვალვაგამძლეა. მრავლდება  თესლით  და ვეგეტატიურად. სპარსული იასამანი 2 მ სიმაღლის ბუჩქია. აქვს ლანცეტისებრი  ფოთოლი . გვალვაგამძლეა, ცუდად იტანს  ზამთარს . მრავლდება უმთავრესად ვეგეტ...

ვარდი

Image
ვარდი  ( ლათ.   Rosa ) —  მცენარის   გვარი   ვარდისებრთა   ოჯახისა . ცნობილია დაახლოებით 400 ველური  სახეობა  ( ასკილი ), რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.  საქართველოში  25-მდე სახეობაა. ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15  სმ -იდან 2  მ -მდე აღწევს. ზოგიერთ სახეობას გრძელი (10-12 მ-მდე) ხვიარა ტოტები აქვს,  ღერო  დაფარულია  ეკლებით .  ფოთოლი  კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული. ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2-15 სმ დიამეტრის), არომატული ან უსუნო; ფერად ვარდისფერი,  წითელი , თეთრი, ყვითლი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი. შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია. ნაყოფი ერთთესლიანი (ზოგჯერ რამდენიმეთესლიანი) კაკლუჭაა, რომელიც ხორცოვან ცრუნაყოფშია. ვარდის გვარი იყოფა 4 ქვეგვარად, რომელთაგან ყველაზე დიდია  ლათ.   Rosa , იგი მოიცავს 192 სახეობას. აქედან განვითარდა შემდგომში ბაღის ვარდები. ბაღის ვარდების ბევრი ჯიში წარმოიშვა...

ია

Image
ია  ( ლათ.   Viola ) — მცენარეთა გვარი  იისებრთა  ოჯახისა.  მრავალწლოვანი , იშვიათად  ერთწლოვანი  ბალახები, ზოგჯერ ნახევრად ბუჩქებია. აქვთ მორიგეობით განწყობილი ან ფესვთანურ როზეტად შეკრებილი  ფოთლები , იისფერი, ყვითელი და თეთრი მარტოული ყვავილები. გვირგვინის ქვედა ფურცელი წარზიდულია დეზად, რომელშიც სანექტრეა მოქცეული. ზოგიერთს უვითარდება  კლეისტოგამური  ყვავილები. ნაყოფი სამსაგდულიანი კოლოფია. ზოგ სახეობას ახასიათებს  ამფიკარპია . ცნობილია 500-მდე სახეობა. უმრავლესობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში.  საქართველოში  გავრცელებულია 26 სახეობა, მათგან 3 კავკასიისა და 2 საქართველოს  ენდემია . საქართველოში ია იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში, სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, კლდეების ნაპრალებში, ჩამონაზვავებზე, ზოგი სარეველაც არის.